კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის ხემძღვანელობა კავკასიელ ერებთან მეგობრობის ჯგუფის არსებობას უარყოფს

31 იანვარი, 2005

პარლამენტის ხემძღვანელობა კავკასიელ ერებთან მეგობრობის ჯგუფის არსებობას უარყოფს

თბილისი.30.01.05.მედია-ნიუსი. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, თითქოსდა პარლამენტში არსებობს კავკასიელ ერებთან მეგობრობის ჯგუფი.

„საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური გამოთქვამს შეშფოთებას და საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ ნებისმიერი საპარლამენტო ჯგუფი იქმნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე და მტკიცდება პლენარულ სხდომაზე. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური აცხადება, რომ საქართველოს პარლამენტში არ არსებობს ჩეჩნეთთან მეგობრობის ოფიციალური საპარლამენტო ჯგუფი,“- აცხადებენ პრესსამსახურში.

მათივე თქმით, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებიდან და სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთპატივისცემიდან გამომდინარე, საქართველო არ აპირებს ჩარევას სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ნახსენები ჯგუფი შექმნილია ცალკეული დეპუტატების მიერ და მოქმედებს თავისი სახელით, რაც დაგმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა თანდასწრებით,“- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: კავკასიელ ერებთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინათ კონსერვატიული პარტიის წევრმა პარლამენტარებმა - კახა კუკავამ, ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა გააკეთეს.

ახალი ამბები