კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხარაგაულელები რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან

1 თებერვალი, 2005

ხარაგაულელები რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან

ხარაგაული.31.01.05.მედია-ნიუსი. ხარაგაულის რაიონის ხუთასამდე მცხოვრებმა ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით, 31 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში არავინ შეხვედრია, რის შემდეგაც ისინი გამგეობის შენობაში შეიჭრნენ და სხდომათა დარბაზი დაიკავეს.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ დენი თითქმის ორი კვირა არ მიეწოდებათ და მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლებისადმი არა ერთი თხოვნისა, გრაფიკის დაწესებაც კი ვერ მოხერხდა.

გამგეობის შენობაში შეჭრის შემდეგ, მომიტინგეებს რაიონის ხელმძღვანელები და სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და დაპირდნენ, რომ შექმნილ ვითარებაში გაერკვეოდნენ.

მოსახლეობამ აქცია დროებით შეწყვიტა, თუმცა თუ უახლოეს დღეებში ელექტროენერგიის მიწოდება არ გაუმჯობესდება, ისინი რკინიგზის ხარაგაულის მონაკვეთს გადაკეტავენ.

ახალი ამბები