კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პოლიციის განყოფილებებში დარღვევები აღმოაჩინეს

2 თებერვალი, 2005

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პოლიციის განყოფილებებში დარღვევები აღმოაჩინეს

თბილისი.30.01.05.მედია-ნიუსი. ამ დღეებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დუშეთის, მცხეთის, თელავის და გურჯაანის რაიონების პოლიციის განყოფილებების მონიტორინგი ჩაატარეს. დაკავებული მხოლოდ თელავის პოლიციაში აღმოჩნდა, რომელსაც ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა და პოლიციის მიმართ საჩივრები არ ჰქონდა.

მონიტორინგის ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შემოწმებულ პოლიციის განყოფილებების საკნებში ყველგან გაუსაძლისი მდგომარეობაა: საკნებში ჩადის წყალი, დაბინძურებულია, არის კანალიზაციის სუნი, არ შედის მზის სინათლე და არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამ მხრივ ყველაზე სავალალო მდგომარეობაა მცხეთის რაიონის პოლიციის განყოფილებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ ყველა შემოწმებულ დაწესებულებაში საქმის წარმოების განსხვავებული პრაქტიკა არსებობს. კერძოდ, ზოგ დაწესებულებაში წინასწარ დაკავებულთა აღრიცხვის ორი ჟურნალი არსებობს.
 
აღსანიშნავია ასევე ის, რომ დუშეთის განყოფილება იარაღის მიმაგრების ჟურნალს არ აწარმოებს. ამასთანავე, ყველა დაწესებულებაში თანამშრომლებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა იმ აქტების შესახებ, რომლებიც იარაღის მიმაგრების საკითხს აწესრიგებენ.

სახალხო დამცველის რწმუნებულთა მონიტორინგის ჯგუფის წევრების აზრით, მსგავსი დარღვევების მიზეზი ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლებს კანონის უზენაესობის ხელშეწყობისათვის აუცილებელი განათლება არ აქვთ და მათი საქმიანობის მომწესრიგებელ აქტებს არ იცნობენ.  

ახალი ამბები