კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზიანის სამხედრო დასახლების მაცხოვრებლებს ბინების დაცლას თხოვენ

4 თებერვალი, 2005

ვაზიანის სამხედრო დასახლების მაცხოვრებლებს ბინების დაცლას თხოვენ

თბილისი.02.02.05.მედია-ნიუსი. ვაზიანის სამხედრო დასახლების მაცხოვრებლებმა საცხოვრებელი სახლები უახლოეს ოთხ დღეში უნდა დაცალონ.

2 თებერვალს მათ საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც აცხადებდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ბინების გარემონტებას აპირებს, დანარჩენებისგან კი ბინების დაცლას მოითხოვს.

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში ამ დროისთვის რუსი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, აფხაზეთიდან დევნილები და სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებსაც, როგორც თავად ამბობენ, საცხოვრებელი ფართი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისგან რამდენიმე ხნის წინათ შეისყიდეს.

მოსახლეობის საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან.

 

ახალი ამბები