კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო „აჭარაში“ დარჩენილმა დევნილებმა შიმშილობა გამოაცხადეს

9 თებერვალი, 2005

სასტუმრო „აჭარაში“ დარჩენილმა დევნილებმა შიმშილობა გამოაცხადეს

თბილისი.08.02.05.მედია-ნიუსი. სასტუმრო „აჭარაში“ დარჩენილმა აფხაზეთიდან დევნილმა ცხრა ოჯახმა 8 თებერვალს სასტუმროს ფოიეში შიმშილობა დაიწყეს. მათი განცხადებით, ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ, ვიდრე დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია დაპირებული საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილებს.

სასტუმროში დარჩენილი ოჯახები ასევე მოითხოვენ საცხოვრებელი ფართის გამოყოფამდე, სასტუმროში შეიქმნას საცხოვრებელი პირობები. მათი განცხადებით, სასტუმროს ინვესტორმა შეუწყვიტა გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, გაჩერებულია ლიფტი.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ეთერ ასტერიმოვას მისვლას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

როგორც სააგენტო „მედიანიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ  განუცხადა, მის სამინისტროს არ აქვს თავისუფალი საცხოვრებელი ფართი, ამიტომ ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე თბილისის მერიამ უნდა იზრუნოს.

 

ახალი ამბები