კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უშიშროების საბჭოსთან ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი კომისია შეიქმნა

15 თებერვალი, 2005

უშიშროების საბჭოსთან ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი კომისია შეიქმნა

თბილისი.14.02.05.მედია ნიუსი. საქართველოს ხელისუფლება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას ორწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებით იწყებს. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 14 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „აირის საქართველოს“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ამ გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

სამოქმედო გეგმა პრეზიდენტის ბრძანებულებით 2004 წლის დეკემბერში დამტკიცდა, რომლის ეფექტური განხორციელების მიზნით საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის დროებით უწყებათშორისი კომისია შეიქმნა.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის კონსტანტინე კორკელიას განცხადებით, ტრეფიკინგის თემა მეტად აქტუალურია და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. უშიშროების საბჭო კოორდინაციას გაუწევს უწყებებს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრეზენტაციის ორგანიზატორის „აირის საქართველოს“ წარმომადგენლის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ტრეფიკინგის გავრცელების მხრივ საქართველო საშიშ დონეზე, კერძოდ ე.წ. მე-2 და მე-3 კატეგორიის ქვეყნებს შორის იმყოფება. თუ ხელისუფლება ამ კუთხით მდგომარეობას არ გააუმჯობესებს, მისი თქმით, შესაძლოა ამერიკის მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარებაც დაკარგოს, რადგან კონგრესი მთავრობას ასეთი ტიპის ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას უკრძალავს.

უსუფაშვილის განცხადებით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ინფორმაციულ უზრუნველყოფას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 2005-2006 წლებზე გაწერილ სამოქმედო გეგმის პირველ ამოცანას შრომითი მიგრაციის საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება წარმოადგენს. საამისოდ კი პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი 2005 წლის პირველ კვარტალში უნდა მიიღოს.

ახალი ამბები