კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი ადვოკატებს საქმიანობის უფლებას ართმევს

17 თებერვალი, 2005

პარლამენტი ადვოკატებს საქმიანობის უფლებას ართმევს

ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, საუბარია „ადვოკატთა შესახებ“ კანონში მოცემულ რამდენიმე მუხლზე, რომლებიც ლახავენ უშუალოდ ადვოკატთა უფლებებს.

როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში საქმიანობას იწყებს ადვოკატთა ასოციაცია, რომლის საქმიანობაც განსაზღვრულია კანონით „ადვოკატთა შესახებ“. ამ კანონში მითითებულია, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არის სავალდებულო პირობა, რომ პირმა განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა. ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად, ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტა და საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის უფლება აქვს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, რომელიც შედგება სამი წევრისაგან.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან კონსტიტუცია ცალსახად განსაზღვრავს, რომ პიროვნების დამნაშავედ ცნობა და მართლმსაჯულების განხორციელება განეკუთვნება მხოლოდ საერთო სასამართლოების კომპეტენციას და მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დასაჯოს პირი. საქმიანობის ჩამორთმევის უფლება კი სასჯელის ერთ-ერთი სახეა. საგულისხმოა, რომ კანონი არ ითვალისწინებს ჩამორთმეული საქმიანობის უფლების აღდგენას.ე.ი.ეთიკის კომისიის სამი წევრის მოსაზრებას შეუძლია ადვოკატს წაართვას პროფესია.

ეს ყოველივე არღვევს კონსტიტუციის მე-40 მუხლით დადგენილ უდანაშაულობის პრეზუმპციასაც.

ევროსასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, ადამიანის განსჯა და, შესაბამისად, სასჯელის შეფარდება ხდება მხოლოდ კანონის საფუძველზე შექმნილი კომპეტენტური სასამართლო ტრიბუნალის მეშვეობით. არ შეიძლება პირი დამნაშავედ ცნოს არასასამართლო ორგანომ.

ორგანიზიაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები, თვლიან რომ  „ადვოკატთა შესახებ“ კანონით შესაძლოა მათ დაერღვეთ საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული უფლებები. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ კანონი „ადვოკატთა შესახებ“ მოიცავს საშიშ მუხლებს, რომლებიც იძლევა საშუალებას სახელმწიფომ დაამყაროს კონტროლი თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე, ამ შემთხვევაში ადვოკატებზე.

ინფორმაცია მოგვაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

ახალი ამბები