კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხეში სტუდენტთა აქციის ლიდერები დააკავეს

18 თებერვალი, 2005

ახალციხეში სტუდენტთა აქციის ლიდერები დააკავეს

ახალციხე.18.02.05. მედია ნიუსი. პოლიციამ ახალციხეში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, რამდენიმე სტუდენტი დააკავა.

როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მათ კანონი დაარღვიეს, რადგან საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც თბილისის, ახალციხისა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობა, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში შეყვანილია სპეცრაზმი.

აქციები სტუდენტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამხარეო პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის რექტორი მერაბ ბერაძე დააკავა. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სტუდენტები ამ ფაქტს აპროტესტებენ და რექტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახალი ამბები