კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტები თავისუფლად ვეღარ იმოძრავებენ

22 თებერვალი, 2005

სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტები თავისუფლად ვეღარ იმოძრავებენ

თბილისი.21.02.05.მედია-ნიუსი. სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტებისათვის შეზღუდვები წესდება. ახალი წესებით, პრესას მთავრობის წევრების პირველ სართულზე ლიფტებთან დახვედრა აეკრძალებათ. ვიდეოკამერებით შესვლა მათ მხოლოდ მე-3 სართულზე შეეძლებათ. შეზღუდვა იქნება ლიფტით გადაადგილებისასაც.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ  მედიას სახელმწიფო კანცელარიაში ინფორმაციის მიღებისას პრობლემები არ შეექმნება. პრეზიდენტის დავალებით პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 21 თებერვალს ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ ინფორმაციის გავრცელებით თავად არის დაინტერესებული, რომ საზოგადოებამ მთავრობის მუშაობის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს. იგი მედიას სრულ გამჭვირვალობას და ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას ჰპირდება.

თავად პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო კანცელარიაში ინფორმაციის მიწოდება ისეთივე იქნება, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია. „არავითარი შეზღუდვები პრესას ადმინისტრაციასთან არ ექნება. იქნება ისე, როგორც ეს ამერიკაში, საფრანგეთსა და გერმანიაშია. ვფიქრობ ამაში მიუღებელი არაფერია“- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას პრესას პრეს-სპიკერები მიაწვდიან. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი განცხადებებს პირველი პირები თავად გააკეთებენ.

 

ახალი ამბები