კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ჭანკოტაძის ადვოკატი ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

23 თებერვალი, 2005

ზურაბ ჭანკოტაძის ადვოკატი ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

თბილისი.23.02.05.მედია-ნიუსი.სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ყოფილი თავჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის ადვოკატი გოჩა სვანიძე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს, თუ ქართული სასამართლო არ გაითვალისწინებს მის მოთხოვნებს და არ შეუწყვეტს ჭანკოტაძეს წინასწარ პატიმრობას.

„ზურაბ ჭანკოტაძე 2004 წლის 16 მარტს იქნა დაკავებული. იგი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 2004 წლის 31 აგვისტოს გამოძიება დასრულდა. 20 სექტემბერს საქმე წარმოებაში ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს გადაეცა. თუმცაღა მას იგი წარმოებაში დღემდე არ მიუღია“,- განაცხადა ჭანკოტაძის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნული საქმე საქართველოს სახალხო დამცველმაც შეისწავლა და იგი ადამიანის უფლების დარღვევად მიიჩნია. მან ვაკე საბურთალოს რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა უკანონო პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით, მაგრამ სასამართლოს მხრიდან მას რეაგირება არ მოჰყოლია.

ახალი ამბები