ენერგოდეფიციტმა კახელები ქუჩაში გამოიყვანა
გურჯაანი.23.02.05.მედია-ნიუსი. ელექტროენერგიის მოთხოვნით გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდრის მოსახლეობამ წუხელ თელავი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა.
სოფლის მოსახლეობის თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მიუხედავად, ისინი დღე-ღამეში დენს მხოლოდ 3-4 საათის განმავლობაში იღებენ.
საპროტესტო აქციაზე მოგვიანებით აკაკი სიხარულიძეც მივიდა. მისი თქმით, თუ სოფლის გადახდის მაჩვენებელი 60 პროცენტს აღემატება, მაშინ მას ელექტროენერგია შედარებით ნორმალური გრაფიკით უნდა მიეწოდებოდეს.
მოსახლეობა კი ითხოვს, რომ დენი მათ სხვა სოფლების მსგავსად მიეწოდოს.