კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერო საქართველოსაგან ადამიანის წამების წინააღმდეგ ოქმის რატიფიცირებას ითხოვს

23 თებერვალი, 2005

გაერო საქართველოსაგან ადამიანის წამების წინააღმდეგ ოქმის რატიფიცირებას ითხოვს

თბილისი.22.02.05.მედია-ნიუსი. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ წამების საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის სპეციალური მომხსენებელი მანფრედ ნოვაკი მიიღო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფიცერი სარიფ საიედი და გაეროს წარმომადგენელი საქართველოში ლანს კლარკი.

როგორც შეხვედრიდან გამოსვლისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა, სტუმრებმა დასვეს საკითხი, რომ პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთოს ადამიანის წამებისა და ღირსების შელახვის წინააღმდეგ გაეროს მეორე ოქმს.

თევდორაძის თქმით, ამ ოქმის საფუძველზე შეიქმნება სპეციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს წინასწარი დაკავების საკნებში წამების ფაქტებს. ამ ორგანოს წევრებს იმუნიტეტი დაიცავს.

პარლამენტარის თქმით, ამ ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება ნინო ბურჯანაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს დაავალა. 

ახალი ამბები