კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეციალური კომისია ჩეჩენ ლტოლვილთა სიებს გადაამოწმებს

28 თებერვალი, 2005

სპეციალური კომისია ჩეჩენ ლტოლვილთა სიებს გადაამოწმებს

თბილისი.27.02.05.მედია-ნიუსი. საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ჩეჩნეთიდან ლტოლვილების თხოვნას გამოეხმაურა და ვითარების ადგილზე გასაცნობად პანკისის ხეობას ეწვია. მასთან ერთად პანკისში ჩავიდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტემიროვა.

სოზარ სუბარი ჩეჩენ ლტოლვილებს შეხვდა და მათი საჩივრები მოისმინა. ლტოლვილები მიიჩნევენ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ყოველწლიური აღწერის შედეგად მათ უსამართლოდ შეუწყვიტა ლტოლვილის სტატუსი და შესაბამისად, სტატუსიდან გამომდინარე, შეღავათების გარეშე დარჩნენ. ამის მიზეზად ჩეჩენი ლტოლვილები სამინისტროსა და მის ქვედა რგოლებში გამეფებულ კორუფციას ასახელებენ.

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის თქმით, შეიქმნება სათანადო კომისია და არსებული სიები კიდევ ერთხელ გადამოწმდება.

„ეჭვი არ მეპარება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქმედებების მართებულობაში, თუმცა სათანადო კომისია მაინც გადაამოწმებს არსებულ სიებს“, -განაცხადა სოზრ სუბარმა.

ცნობისათვის: რამდენიმე დღის წინათ საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა 80-მა ადამიანმა ლტოლვილის სტატუსის მიღების საქმეში დახმარება სთხოვა. ლტოლვილები საქართველოს მთავრობიდან 14-ლარიანი შემწეობას და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულ დახმარებებს იღებენ. გარდა ამისა, პანკისში ჩასახლებული ლტოლვილი ჩეჩნებისათვის სპეციალური რუსულენოვანი სკოლაა გახსნილი. დაახლოებით ერთი თვის წინათ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ პანკისის ხეობაში ჩატარებული აღრიცხვისას 80 ლტოლვილს შესაბამისი სტატუსი არ მიანიჭა.

ახალი ამბები