კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ორწლიანი პროგრამა დაიწყო

2 მარტი, 2005

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ორწლიანი პროგრამა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი  პარტნიორ ორგანიზაციასთან  მშვიდობის კვლევისა და მოქმედების ცენტრი (საბერძნეთი) ერთად ამა წლის თებერვლიდან ახორციელებს ორწლიან პროექტს „შევაჩეროთ ტრეფიკინგი“ (STOPNOW).

პროექტი, რომელიც ორ წელზეა გათვლილი, დაფინანსებულია საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და განვითარების თანამშრომლობის გენერალური სამდივნოს მიერ (საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო).

საქართველოსთან ერთად პროექტი მოლდოვაში, ბელორუსიასა და სომხეთშიც განხორციელდება.

როგორც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, პროექტის - „შევაჩეროთ ტრეფიკინგი“ - მიზანია ადამიანთა ტრეფიკინგის  წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია; განსაკუთრებით კი ბრძოლა, რათა აღმოიფხვრას ტრეფიკინგი ქალთა მიმართ სექსუალური და ეკონომიკური ექსპლოატაციის მიზნით. ასევე  მსხვერპლთა დახმარება; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და განათლება აღნიშნულ სფეროში.

აღნიშნული პროექტი (STOPNOW) ბერძნულმა ორგანიზაციამ მშვიდობის კვლევისა და მოქმედების ცენტრმა პირველად 2001 წლის დეკემბერში დაიწყო საბერძნეთში, უკრაინასა და ალბანეთში, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ტრეფიკინგის პრევენცია და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების უზრუნველყოფა საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესამსუბუქებლად (დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე www.stop-trafficking.org).

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრები და მრგვალი მაგიდები საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელთათვის, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ სფეროში;
ტრენინგები სოციალურად დაუცველი ქალებისათვის, სტუდენტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთათვის; იურიდიული კონსულტაციები და დახმარება; ბუკლეტებისა და სხვა პუბლიკაციების გამოცემა და დარიგება; ასევე საინფორმაციო მონაცემთა ბაზისა და საიტის შექმნა. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ორგანიზაცია მოამზადებს ანგარიშს.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე.

უჩა ნანუაშვილის თქმით, არასამთავრობოები აპირებენ ერთობლივი ძალისხმევით ახლახან მიღებული ტრეფიკინგის წინააღდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებაზე მონიტორინგი განახორციელონ და ლობირება გაუწიონ პარლამენტის მიერ ტრეფიკინგის კუთხით არსებული საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაციას.

ახალი ამბები