კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელენე თევდორაძე აზერბაიჯანს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას მოსთხოვს

7 მარტი, 2005

ელენე თევდორაძე აზერბაიჯანს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას მოსთხოვს

თბილისი.06.03.05.მედია-ნიუსი. საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების საკითხი, რომელიც ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლებას ეხება, აპრილის ბოლოს კვლავაც აქტუალური გახდება. სწორედ ამ პერიოდისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება, თუმცა საქართველოს დელეგაცია ამ დებულების შესრულებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების (ე.წ. ინგილოების) საკითხის დასმას აპირებს.

საქმე ის არის, რომ როგორც „მედიანიუსს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა, როდესაც ევროსაბჭოს ლტოლვილთა და მიგრანტთა კომიტეტში „თურქი-მესხების“ საკითხი განიხილება, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი საქართველოზე საკმაოდ დიდ ზეწოლას ახდენენ.

თევდორაძის თქმით, აზერბაიჯანში რამდენიმე ათასი „მესხი“ ცხოვრობს და ბაქო სწორედ ამიტომ აქტიურობს.

„ზუსტად ამავე კომიტეტზე აუცილებლად დავაყენებ ინგილოების საკითხს, რადგან ჩვენთან შემოდის საკმაოდ ბევრი წერილი და ადამიანები პირადადაც ჩამოდიან იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანში ირღვევა მათი უფლებები. მათ ეკრძალებათ აღიდგინონ ტრადიციული სახელი და გვარები, ან შეინარჩუნონ ის. ასევე ეკრძალებათ ქართულ ენაზე საუბარი ოჯახის გარეთ და ა.შ. ჩვენ არ ვსაყვედურობთ აზერბაიჯანს, მაგრამ აუცილებლად მოვითხოვთ, მათაც შეასრულონ ვალდებულებები და დაიცვან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები,“- განაცხადა ელენე თევდორაძემ.   

ახალი ამბები