კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვილი 100 დოლარად გაყიდა

7 მარტი, 2005

შვილი 100 დოლარად გაყიდა

03.03.05.მედია-ნიუსი. რკინიგზის პოლიციის ქვეგანყოფილებისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურის თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავეს კასპის რაიონის სოფელ გუდალეთში მცხოვრები, ნასამართლევი, 29 წლის ანა ზ-ძე და ხაშურში მცხოვრები, 59 წლის მზია კ-ძე.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ თებერვლის თვეში ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორჯომელი 53 წლის როზა გ-ძის შუამავლობით სოფელ ყვიბისში მცხოვრებ, 38 წლის მარიკა ხ-შვილს 100 აშშ დოლარად მიყიდეს  ანა ზ-ძის მცირეწლოვანი შვილი, 2004 წლის 5 ივლისს დაბადებული თეონა ზ-ძე.

სისხლის სამართლის საქმე ტრეფიკინგის კვალიფიკაციით აღიძრა.

ახალი ამბები