კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხობში მოსახლეობის აქცია სპეცრაზმმა დაშალა

16 მარტი, 2005

ხობში მოსახლეობის აქცია სპეცრაზმმა დაშალა

თბილისი.14.03.05.მედია-ნიუსი. სპეცრაზმმა 14 მარტს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობის საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. მოსახლეობას დილიდან საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტილი ჰქონდა.

აქციის მონაწილეები გიორგი ჩაჩიბაიას მკვლელობაში დამნაშავე პირის სასწრაფოდ დაკავებას მოითხოვენ.

ჩაჩიბაია 2004 წლის ნოემბერში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, სამართალდამცავებისთვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია, თუმცა მისი დაკავებისაგან თავს იკავებენ.

ანალოგიური მოთხოვნით აქცია რამდენიმე თვის წინათაც გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. მათივე თქმით, დამნაშავემ, თავისუფლების სანაცვლოდ, სოლიდური თანხა გადაიხადა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი ჩაჩიბაიას მკვლელობის საქმეზე შესაბამისი უწყება მუშაობს, ხოლო „სახელმწიფო მაგისტრალებზე საპროტესტო აქციების გამართვას არ დაუშვებს.“

ახალი ამბები