კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულთა წამების პრობლემებს კონფერენცია მიეძღვნა

17 მარტი, 2005

დაკავებულთა წამების პრობლემებს კონფერენცია მიეძღვნა

თბილისი.16.03.05.მედია-ნიუსი. 19-23 მარტს ევროკავშირის დაფინანსებით გუდაურში გაიმართება კონფერენცია თემაზე „დაკავებულთა წამების პრობლემები საქართველოში.“

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, საქართველოს უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის, ადვოკატურის, პენიტენციალური სისტემისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე შემდეგი საკითხები განიხილება: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში 2004 წელს - საკანონმდებლო ცვლილებები, შსს-ში, პროკურატურასა და პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის პრობლემები, ადვოკატურის როლი, პატიმართა უფლებები, ასევე ნარკოტიკებისა თუ იარაღის ჩადებებთან დაკავშირებული კონკრეტული საქმეები.

კონფერენციის დასასრულს შეიქმნება კოალიცია სამოქალაქო უფლებათა დაცვისთვის, რომელშიც გაერთიანდებიან უფლებადაცვით სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდებათ ლიტერატურა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

ახალი ამბები