კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წალკაში განუკითხაობა სუფევს

21 მარტი, 2005

წალკაში განუკითხაობა სუფევს

თბილისი.20.03.05.მედია-ნიუსი. წალკაში არსებული ვითარებისა და ბერძნების შევიწროვების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოში ბერძნული დიასპორის ხელმძღვანელობა ესაუბრა. ამ საჩივრის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წალკაში ბერძნულ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივი ბერძნული დიასპორის თავმჯდომარესთან პავლე კოტანოვთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ რეგიონში განუკითხაობა სუფევს, ხოლო ერთი თვის წინათ, 23 თებერვალს მომხდარმა მკვლელობამ მოსახლეობას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის აზრით, წალკაში ბოლო დროს შექმნილი ვითარება უმეტესწილად რაიონის პოლიციის უმოქმედობით არის გამოწვეული.

17 მარტს გამთენიისას სოფელ ავრალოში სამი ყაჩაღი თავს დაესხა ბერძნული წარმოშობის იოსამან და ლიზა ქალოეროვების ოჯახს. სასტიკად სცემეს, წაართვეს მათ ათასი ლარი და 300 დოლარი. როგორც ქალოეროვები აცხადებენ, თავდამსხმელთაგან ორი ქართულად ლაპარაკობდა, მესამე რუსულად.

თავდასხმის შემდეგ, შუადღისას სომხებით დასახლებული მეზობელი სოფლიდან კიზილ-კირისიდან 40-50 ადამიანი გადავიდა სოფელ ავრალოში. მათ დაარბიეს სკოლა, სცემეს მუსიკის მასწავლებელი და ათამდე ქართველი ახალგაზრდა.

წალკაში იმავე საღამოს ჩავიდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები. ისინი შეხვდნენ დაზარალებულ ქალოეროვებსა და სოფლის სხვა მოსახლეობას. სოფელ ავრალოს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი თუსუნოვმა მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ სომეხი მოსახლეობის მხრიდან თითქოსდა ბერძნების მხარდაჭერის მიზნით უადგილო ჩარევა, დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს. 

ახალი ამბები