კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

12 ჩეჩნურ ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს

22 მარტი, 2005

12 ჩეჩნურ ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს

თბილისი.22.03.05.მედია-ნიუსი. პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა 80-მდე ოჯახი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის უკანონოდ შეწყვეტაში ადანაშაულებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კომისია, რომელსაც კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნოდარ სეფიაშვილი ხელმძღვანელობს, მათი საქმეების განხილვას უკვე შეუდგა.

36 ოჯახის საქმე, საბუთების უქონლობის გამო არ განხილულა, 12 ოჯახი კი ახმეტის რაიონში აღმოჩნდა ჩაწერილი და როგორც სახალხო დამცველის ოფისში განმარტავენ, საქართველოს ლტოლვილთა შესახებ კანონის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მათ ლტოლვილის სტატუსის არ ეკუთვნით. კომისიამ მათ ოფიციალური უარის წერილები დაუგზავნა.

დანარჩენი 36 ოჯახის მონაცემები კომისიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გადაამოწმოს, რათა გამოირიცხოს მათი საქართველოს მოქალაქეობის ფაქტი. 

ახალი ამბები