ზუგდიდის ბაზარი პოლიციამ დაიკავა
ზუგდიდი.23.03.05.მედია-ნიუსი. ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშროლებს აქვთ დაკავებული.სამართალდამცავებმა მოვაჭრეების აქცია დაშალეს, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, აყარეს დახლები და ბაზარში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.ზუგდიდში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 მარტს მოვაჭრეების ბაზრამდე მისასვლელი ტერიტორია გადათხრილი, ბაზრის კარი კი ჩაკეტილი დახვდათ.როგორც ქალაქის გამგეობაში აცხადებენ, ასეთი ღონისძიებები ბაზარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.