კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოლაშვილისთვის სასურველი შედეგი მოსალოდნელზე ერთი წლით ადრე დადგა

25 მარტი, 2005

მოლაშვილისთვის სასურველი შედეგი მოსალოდნელზე ერთი წლით ადრე დადგა

23 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ სულხან მოლაშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სულხან მოლაშვილის ინტერესებს იცავდა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი,“ რომლის ადვოკატებსაც განუცხადეს, რომ 17 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლოს ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ საჩივრდებოდა. ეს გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა არა სულხან მოლაშვილის სარჩელზე, არამედ მოქალაქე სვინტრაძის სარჩელზე. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მომენტისათვის ჩვენი ორგანიზაციისათვის ცნობილი იყო, რომ სვინტრაძე თავის სასარჩელო განცხადებაში არ ითხოვდა აღნიშნული ნორმის გაუქმებას. მას შემდეგ კი, რაც მოლაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული სარჩელი შეიტანა (28 თებერვალს), სვინტრაძის მიერ მოხდა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა (11 მარტს).

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოხდა მოქალაქე სვინტრაძის წარმომადგენლის დარწმუნება, გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა. მით უმეტეს, რომ სვინტრაძეს არ დაუკმაყოფილეს არც ერთი მოთხოვნა, გარდა სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნისა. როგორც ჩანს, სახელმწიფოს ეშინია, სულხან მოლაშვილის სახელს არ დაუკავშირდეს რაიმე კანონიერი გადაწყვეტილება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არის კანონიერი და პროგრესული ნაბიჯი. იგი საკმაოდ მნიშვნელოვანია სულხან მოლაშვილისათვის, რადგან მისთვის სასურველი შედეგი დადგა თითქმის ერთი წლით ადრე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მარტო სულხან მოლაშვილის მიერ ევროსასამართლოში პროცესის დაჩქარებასა და დადებითად გადაწყვეტას, არამედ გააუმჯობესებს ადამიანების უფლებების დაცვას საქართველოში და ბრალდებულებს მიეცემათ საშუალება, გაასაჩივრონ მოსამართლის ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

ახალი ამბები