კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში გარემოვაჭრეთა აქცია სპეცრაზმმა დაშალა

28 მარტი, 2005

ზუგდიდში გარემოვაჭრეთა აქცია სპეცრაზმმა დაშალა

ზუგდიდი.27.03.05.მედია-ნიუსი. ზუგდიდში გვიან ღამით შინაგანი ჯარის სპეცრაზმმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ქვედანაყოფებმა გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია დაშალეს.

დაშავდა რამდენიმე ადამიანი. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახებაც.

აქციის დაშლა მას შემდეგ მოხდა, რაც სპეცტექნიკით სანაპირო ზოლზე განთავსებული ჯიხურებისა და მაღაზიების დანგრევა დაიწყო, მეპატრონეებმა კი მათ გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მაღაზიებისა და ჯიხურების დაცვას ამ გზით შეეცადნენ.

ქალაქის ხელმძღვანელობამ მცირე სავაჭრო ობიექტების აღების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განლაგება დაუშვებელია და წინა ხელისუფლებამ ისინი უკანონოდ გაასხვისა.

თავად მოვაჭრეების თქმით კი, მათ თითოეულ ჯიხურსა და მაღაზიაში ხუთი ათას დოლარამდე გადაიხადეს. ისინი ქალაქის ხელმძღვანელობისგან ამ თანხის დაბრუნებას მოითხოვენ.

ახალი ამბები