კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგში ბრალდებული ბებიაქალი ციხიდან გაათავისუფლეს

28 მარტი, 2005

ტრეფიკინგში ბრალდებული ბებიაქალი ციხიდან გაათავისუფლეს

25 მარტს ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ თბილისის №5-ე სამშობიარო სახლის ბებიაქალ ნანული ქენქაძეს, რომელიც ციხეში იმყოფებოდა, აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო, მოსამართლე იძულებული გახდა ნანული ქენქაძისათვის შინაპატიმრობა შეეფარდებინა.

ნანული ქენქაძეს წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მე-2 პრიმა მუხლის I ნაწილი (არასრულწლოვანით ვაჭრობა), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 15 წლამდე. ბრალდებული არის 64 წლის მძიმე ავადმყოფი.

გარდა ქენქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ ბავშვი, დედის ინტრესებიდან გამომდინარე, დედის თანხმობით იქნა გაშვილებული მატერიალურად შეძლებულ ოჯახში, სადაც მას გადარჩენისა და ნორმალური აღზრდის პირობები შეექმნებოდა და გარიგება ბავშვის გაყიდვის თაობაზე სწორედ მისი შვილად აყვანის მიზნით განხორციელდა.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით (არასრულწლოვანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილადაყვანის მიზნით), სადაც სასჯელის ზომად საერთოდ არ არის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ახალი ამბები