კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რასობრივი დისკრიმინაცია - დგას თუ არა საქართველო ამ პრობლემის წინაშე?!

28 მარტი, 2005

რასობრივი დისკრიმინაცია - დგას თუ არა საქართველო ამ პრობლემის წინაშე?!

2004 წლის 25 მარტს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა გამართა სადისკუსიო შეხვედრა თემაზე „რასობრივი დისკრიმინაცია - დგას თუ არა საქართველო ამ პრობლემის წინაშე“.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორისაც იყვნენ სხვადასხვა ქვეყნისა და რასის წარმომადგენელნი, ისაუბრეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე რასობრივ დისკრიმინაციათან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ეს საკითხი ნაკლებად მწვავედ დგას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ გულისტკივილი ვერ დამალეს იმის გამო, რომ ისინი მაინც ყოველდღიურად გრძნობენ საზოგადოების არაკეთილგანწყობასა და ნეგატიურ დამოკიდებულებას. სტუმრების მიერ მოყვენილი იქნა არაერთი მაგალითი, როდესაც ისინი თავად ხდებოდნენ ამდაგვარი მოპყრობისა თუ დისკრიმინაციის მხვერპლნი.

დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე ნელსონი ყვება თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას მისი ცოლის ნათესავები და არ მალავდნენ აგრესიას მის მიმართ და ქართველი ქალისათვის ვერ ეპატიებინათ, რომ იგი ნიგერიელ შავკანიანზე დაქორწინდა. ასევე არაერთხელ გამხდარა იგი შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი სამუშაოზე თუ ქუჩაში (ცნობისათვის, მას პატარა მაღაზია აქვს და ვაჭრობით ირჩენს თავს და ოჯახს).

შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას მათი სათვისტომო - ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მათ პრობლემებზე. აღნიშნულმა ინიციატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა მხრიდან და გადაწყდა, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ.

რაც შეეხება რასობრივი დიკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს მსოფლიო მასშტაბით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი გამოაცხადა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ, როგორც გამოძახილი 1960 წელს 70 დემონსტრანტის მკვლელობისადმი შარპევილში, სამხრეთ აფრიკა.

ყოველწლიურად ეს აქცია იმართება ევროპის ირგვლივ და აერთიანებს ათასობით ადამიანს ტოლერანტობისა და თანასწორი უფლებებისათვის. წელს 20–28 მარტს ევროპის მასშტაბით მრავალი ორგანიზაცია მართავს სხვადასხვა სახის აქციებს.

ახალი ამბები