კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით მირცხულავას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

31 მარტი, 2005

დავით მირცხულავას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისი.30.03.05.მედიანიუსი. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას  10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე მილერ ხარებავას გადაწყვეტილებით, მირცხულავას სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით განესაზღვრა და მან 10 წელი საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.

მირცხულავას ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გასაჩივრდება. ამასთან, აღნიშნული საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ და შედეგები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრები გადაწყვტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია, მოსამართლე მილერ ხარებავას მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება გადაიხედოს.  

ცნობისთვის: ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2004 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედება. გენერალური პროკურატურა მისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.

ახალი ამბები