კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სადახლოელმა აზერბაიჯანელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

1 აპრილი, 2005

სადახლოელმა აზერბაიჯანელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მარნეული.31.03.05.მედიანიუსი. მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელთა ერთმა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართეს და პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის გოჩა შუბითიძის პოსტიდან გადადგომა მოითხოვეს.

მათი განცხადებით, შუბითიძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები ავიწროვებენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფულს სძალავენ.

აქციაზე მივიდნენ პოლიციის მხარდამჭერებიც, რასაც ვითარების გამწვავება და აყალ-მაყალი მოჰყვა.

თავად სადახლოს პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის გოჩა შუბითიძის განცხადებით კი, მის წინააღმდეგ ის პირები გამოდიან, რომელთა ოჯახის წევრებიც სამართალდამცავებმა სხვადასხვა დანაშაულის გამო დააკავეს. ჩვენ მხოლოდ კანონდამრღვევებს ვაკავებთ და აქციები ამ პროცესს ვერ შეაჩერებს,“ - აღნიშნა შუბითიძემ. 
 

ახალი ამბები