კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის მინისტრი კაპიტან ლომსაძეს საქციელს უწონებს

4 აპრილი, 2005

თავდაცვის მინისტრი კაპიტან ლომსაძეს საქციელს უწონებს


საგურამოს სამხედრო ნაწილის რიგითი არკადი კუკავა  ფილტვების მწვავე პნევმონიის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარობითა და  ჰიპოქსემიური ენცეფალოპათიის დიაგნოზით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, კუკავა ჯერ კიდევ გაწვევისას, 9 მარტს თავს ცუდად გრძნობდა. მიუხედავად ამისა, ახალწვეული ასეულის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ლომსაძემ დასაჯა და მთელი ღამე წელსზემოთ შიშველი ამორიგევა. შედეგად ახალწვეულის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და იგი რამდენიმე დღე სამხედრო ნაწილის ლაზარეთში წოლის შემდეგ 23 მარტიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

არკადი კუკავას ჯანმრთელობის გაუარესებას სხვა ჯარისკაცთა პროტესტი მოჰყვა. ისინი ლომსაძეს ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც ჯარისკაცები აცხადებენ, ასეულის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი გელა ლომსაძე ხშირად მიდიოდა ნაწილში ნასვამ მდგომარეობაში, სადაც ახალწვეულებს მორალურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მასალებიდან გამომდინარე, გელა ლომსაძის ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. სახალხო დამცველის აპარატი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პროკურატურას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დამნაშავე პირი პასუხისგებაში მიეცეს.

თუმცა, ომბუდსმენისგან განსხვავებით, საგურამოში ჩასულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა: „საგურამოს სამხედრო ნაწილში საგანგაშო არაფერი მომხდარა და კაპიტან ლომსაძის მხრიდან ჯარისკაცების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ლომსაძე მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს, იგი სამსახურიდან დათხოვილი არ არის“.

ოქრუაშვილმა ლომსაძეს მოუწონა საქციელი და მოუწოდა კვლავაც  გააგრძელოს მსგავსად მსახურება: „მეთაური მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. მოვუწოდებ მას, ასე გააგრძელოს მანამ, ვიდრე  ჯარისკაცები ფორმაში არ ჩადგებიან“, _ აღნიშნა მან.

თაცდაცვის მინისტრმა საყვედური გამოთქვა პროკურატურის წარმომადგენლის მიმართაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საგურამოს ინციდენტის გამო რამდენიმე ოფიცერი დაისჯება.

ახალი ამბები