კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველმა მეზღვაურებმა პოლიტიკური თავშესაფრისთვის შესაძლოა სხვა ქვეყანას მიმართონ

6 აპრილი, 2005

ქართველმა მეზღვაურებმა პოლიტიკური თავშესაფრისთვის შესაძლოა სხვა ქვეყანას მიმართონ

ბათუმი.05.04.05.მედიანიუსი. ბათუმში სანაოსნოს შენობასთან 5 აპრილს ორმოცდაათამდე მეზღვაური შეიკრიბა‚ რომლებიც საქართველოს მთავრობისგან დასაქმებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით‚ თუ ისინი არ დაკმაყოფილდებიან სამუშაო ადგილებით‚ პოლიტიკური თავშესაფრისთვის ოჯახებით სხვა ქვეყანას მიმართავენ.

როგორც საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ანატოლი ჩიჯავაძემ "მედიანიუსს" განუცხადა‚ ამ აქციასთან პროფკავშირებს არაფერი აკავშირებს, ხოლო მისი მონაწილეეები სავარაუდოდ ის ხალხია‚ რომელიც 8-10 წელია ზღვას არ გაკარებია და როგორ მეზღვაურები, დისკვალიფიცირებულნი არიან. მათ არა აქვთ გავლილი შესაბამისი მომზადება და ტესტირება და ვაკანსიების არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ დაკმაყოფილდებიან სამუშაო ადგილებით.

ჩიჯავაძე ვარაუდობს‚ რომ ეს ხალხი გარკვეული ჯგუფის მიერ იმართება‚ რომლებსაც სურს წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას. საუბარია საოკეანო სანაოსნო კომპანიის გაყიდვაზე‚ რომელიც ამერიკულმა კომპანიამ "ისტვინგ მერითაიმ" და ინგლისურმა კომპანიამ  "მერითაი ქეპიტალ ლიმიტიდმა" 93 მლნ დოლარად შეიძინეს. მათ უკვე გადმორიცხეს 9 მლნ დოლარი, დანარჩენს კი აპრილის ბოლომდე დაფარავენ.

როგორც ჩიჯავაძემ აღნიშნა‚ აქცია საეჭვოდ ემთხვევა მოლაპარაკებებს‚ რომელიც მეორე დღეა თბილისში ამ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებებში მეზღვაურთა პროფკავშირიც მონაწილეობს. უცხოელებმა წარმოადგინეს 12-წლიანი დასაქმების პროგრამა‚ რომელიც ქართველი კვალიფიცირებული მეზღვაურების ეტაპობრივ დასაქმებას ითვალისწინებს არამარტო იმ 14 გემზე‚ რომელიც მათ საქართველოსგან შეისყიდეს, არამედ იმ გემებზეც‚ რომლებსაც თვითონ ფლობენ.

ასეთი მეზღვაური‚ პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით‚ საქართველოში დღეისათვის ხუთასამდეა, დაახლოებით 1150 ქართველი მეზღვაური კი დასაქმებულია სხვადასხვა უცხოურ კომპანიაში.

საოკეანო-სანაოსნოს მფლობელები ასევე მზად არიან დაასაქმონ ის მეზღვაურებიც‚ რომლებსაც ბათუმის საზღვაო აკადემია ყოველწლიურად უშვებს. მათი რიცხვი წელიწადში 20-30-ია. უცხოელები დაინტერესდნენ თვით აკადემიითაც. ისინი 6 აპრილს ბათუმში ჩავლენ‚ სადაც ბათუმის საზღვაო აკადემიას და სამედიცინო ცენტრსაც მოინახულებენ.

ახალი ამბები