კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნორვეგიის დელეგაცია საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას გაეცნო

12 აპრილი, 2005

ნორვეგიის დელეგაცია საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას გაეცნო

თბილისი.11.04.05.მედიანიუსი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დელეგაციის წევრები  იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის #1 საპყრობილესა და ქალთა საპყრობილეში იმყოფებოდნენ.

დელეგაციას ხელმძღვანელობს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს გენერალური მდივანი მორტენ რუუდი, ხოლო მის შემდგენლობაში შედიან ამავე სამინისტროს გენერალური დირექტორი კარინ ბუგე, მრჩეველი სისელ ვილსგარდი და ნორვეგიის ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოში შტეინარ გილი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ეკატერინე ტყეშელაშვილის განცხადებით, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში პირველად იმყოფება, რაც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

ვიზიტის მიზანი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გეგმების დასახვაა.

ტყეშელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნორვეგიის მხარე საქართველოს გაუწევს როგორც სამართლებრივ, ასევე მატერიალურ დახმარებას.

თბილისის #1 საპყრობილეში ვიზიტის შემდეგ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ საპყრობილეში მძიმე მდგომარეობაა, რომლის მოგვარება მხოლოდ ახალი საპყრობილის ამოქმედებით იქნება შესაძლებელი.

მორტენ რუუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნორვეგიის სასჯელაღსრულების სისტემასთან ქართული პენიტენციარული სისტემის შედარება უსამართლობა იქნებოდა, ვინაიდან ამ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება, თუმცა იგრძნობა ქართული მხარის მზადყოფნა, მოახდინოს სისტემის რეფორმირება.

დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნორვეგიის ხელისუფლება გადაწყვეტს, რა გზებით დაეხმაროს ქართულ მხარეს.

 

ახალი ამბები