კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი პოლიციას წამებაში ადანაშაულებს

12 აპრილი, 2005

პატიმარი პოლიციას წამებაში ადანაშაულებს

თბილისი.11.04.05.მედიანიუსი. 8 აპრილს თბილისის #1 საპყრობილედან გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს მსჯავრდებული ელდარ ქონენიშვილი‚ რომელიც იქ, არასამთავრობო ორგანიზაცამ “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ინფორმაციით, სასტიკად აწამეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით  “ყოფილი პოლიტპატიმრები  - ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა‚ რომ ქონენიშვილის მიმართ გამოიყენებოდა წამების სხვადასხვა ფორმები: იარაღის ტარით თავში ცემა‚ სკამის მომტვრეული ფეხით მთელ სხეულზე ცემა‚ ჩაქოლვის მუქარა და ა.შ.

ნანა კაკაბაძის თქმით, მიუხედავად იმისა‚ რომ აღნიშნული ფაქტი ეცნობა გენერალურ პროკურატურას‚ დღემდე არ ჩატარებულა ნაწამები პატიმრის ექსპერტიზა. ნაწამები ელდარ ქონენიშვილი აცხადებს‚ რომ სახეზე ცნობს მის ყველა მწამებელს და მათ შორის #1 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ჯიმშერ ბაწაშვილის შვილს, პოლიციელ გელა ბაწაშვილს ასახელებს.

„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ მოითხოვს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ყველა პოლიციელი პატიმრის წამებისათვის დაისაჯოს.

ახალი ამბები