კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებულის და ბრალდებულის ადვოკატები სიმართლისთვის ერთად იბრძოლებენ

13 აპრილი, 2005

დაზარალებულის და ბრალდებულის ადვოკატები სიმართლისთვის ერთად იბრძოლებენ

თბილისი.12.04.05.მედიანიუსი. საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. დაზარალებულის და ბრალდებულის ადვოკატებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. 

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის ინსპექტორმა როლანდ აბრამიშვილმა, ალექსეევკის დასახლების მკვიდრი ველოდ სამსიანი საკუთარი სახლის წინ დააკავეს. მას ყაჩაღურ თავდასხმასა და მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ, რაც 8-15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამსიანის ადვოკატმა კახა ხვისტარიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული დავით გურაშვილი უარყოფს სამსიანის მიერ მასზე თავდასხმის ფაქტს, ისან-სამგორის რაიონულმა სასამართლომ სამსიანს სამთვიანი წინასწარი  პატიმრობა მაინც შეუფარდა.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა ლაშა ელბაქიძემ განაცხადა, დაზარალებულზე პოლიციის განყოფილებაში მოხდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რის შემდეგაც მას სამსიანის წინააღმდეგ ყალბი ჩვენება ჩამოართვეს. სინამდვილეში, დაზარალებული არ იცნობს სამსიანს და მან იგი პირველად სასამართლოს სხდომათა დარბაზის წინ ნახა, როდესაც ის ბადრაგმა ჩამოატარა. უფრო მეტიც, დაზარალებულს საწინააღმდეგო ჩვენება ჩამოართვეს სამსიანის მეგობრის ჯონი გალუსტიანის წინააღმდეგაც, რომელიც ვითომდაც ყაჩაღური თავდასხმის თანამონაწილე იყო.

ადვოკატის განცხადებით, მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გალუსტიანი 8 აპრილს საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში.

ადვოკატები როლანდ აბრამიშვილის პირად ინტერესებზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ პოლიციელმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენა 8 აპრილს მომხდარი ინციდენტი, რომელიც დაზარალებულს შეემთხვა. კერძოდ, დავით გურაშვილს იმ დღეს ორმა უცნობმა პირმა ალექსეევკის დასახლებაში მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილება სთხოვა, რის შემდეგაც მათ ჩხუბი მოუვიდათ. ინციდენტის შემდეგ ისინი მიიმალენ, ხოლო ხმაურზე მისულმა პოლიციამ დაზარალებული განყოფილებაში წაიყვანა, რის შემდეგაც მოხდა მასზე ზემოქმედება.

პოლიციამ სამსიანი იმ საღამოსვე დააკავა; ამ დროს კრიმინალური პოლიციის ინსპექტორმა როლანდ აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა, თუმცა მეზობლების მტკიცებით, ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან სამსიანს გაქცევა არც უცდია.

სამსიანის ადვოკატის განცხადებით, მთავარი ამ ეტაპზე ბრალდებულის უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებაა, რის შემდეგაც აუცილებლად დააყენებენ აბრამიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს.

ახალი ამბები