კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის ბაზარში მოვაჭრეთა აქცია ცემა-ტყეპით დასრულდა

19 აპრილი, 2005

ზუგდიდის ბაზარში მოვაჭრეთა აქცია ცემა-ტყეპით დასრულდა

ზუგდიდი.19.04.05.მედიანიუსი. ზუგდიდის ბაზარი ისევ ყურადღების ცენტრშია. 19 აპრილს დილით ბაზრის ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარის გამოძახება გახდა საჭირო‚ რადგან მოვაჭრეები ცენტრალური კარის გახსნას ითხოვენ და პროტესტის ნიშნად მათ ეს კარი ჩამოხსნეს. 
მოვაჭრეები აცხადებენ‚ რომ ბაზრის ცენტრალური კარის ჩარაზვის გამო რამდენიმე განყოფილება უმოქმედოა. ამასთან, ბაზარში ვაჭრობა გარევაჭრობასთან კონკურენციას ვერ უძლებს.

კარის ჩამოხსნას ძალოვანებსა და ხალხს შორის დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლაში  ორივე მხარე იყო ჩართული.

სპეცრაზმმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

„მანქანაში ცემა-ტყეპით მტენიდნენ, მაგრამ შიგ მანქანაში ნამდვილად არავის ვუცემივარ. როგორც კი სამხარეო პოლიციაში მიმიყვანეს‚ მაშინვე გამათავისუფლეს“, _ აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ახალი ამბები