კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ციხეებში მდგომარეობა საგანგაშოა

21 აპრილი, 2005

საქართველოს ციხეებში მდგომარეობა საგანგაშოა

თბილისი.21.04.05.მედიანიუსი. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის შოთა კოპაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, საპყრობილეებში უმძიმესი მდგომარეობაა‚ რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ კოპაძეს ეკისრება.

სახალხო დამცველის თქმით‚ ციხეებში ისევ არსებობს ე.წ. ქურდების საკნები და კვლავ გროვდება ე.წ. ობშიაკის თანხები.

სოზარ სუბარი მოითხოვს აგრეთვე №1 საპყრობილის ხელმძღვანელის გელა კიკილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც‚ რომელმაც, მისი თქმით, შარშან სამი პატიმარი თავად სცემა.

სუბარის თქმით‚ თითოეული პატიმრის კვებაზე ყოველთვიურად 23 ლარი იყო გამოყოფილი‚ რაც 6 ათას პატიმარზე იყო გაანგარიშებული. თუმცა იმის გამო, რომ პატიმრები ბევრად მეტია‚ რეალურად კვების თანხა პატიმარზე 15 ლარს შეადგენს. მათი მკურნალობისთვის კი სახელმწიფო მხოლოდ 1 ლარს ხარჯავს.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა დაკავებულთა ცემის თვალსაზრისით. შარშან 2700 დაკავებულიდან 1100-ს სხეულის დაზიანება აღმოაჩნდა. ასეთ ფაქტებზე კი პროკურატურა არ რეაგირებს. პატიმართა სხეულის დაზიანების მიზეზად კი კიბიდან დაგორება ან კედელზე შეჯახება სახელდება.

სახალხო დამცველი ჯარში არსებულ ვითარებასაც შეეხო. მართალია, დაფინანსების მკვეთრად გაზრდის პირობებში ჯარისკაცთა საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა‚ მაგრამ დარჩა პრობლემები‚ რომელიც ჯარისკაცებსა და მათ ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობაში წარმოიქმნება; ადგილი აქვს ე.წ. დედოვშინისა და კუთხური ნიშნით დაპირისპირების ფაქტებს.

ახალი ამბები