კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ხელისუფლება ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს ანგარიშის გამოქვეყნებას უკრძალავს

22 აპრილი, 2005

საქართველოს ხელისუფლება ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს ანგარიშის გამოქვეყნებას უკრძალავს

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნების ნებართვის გაცემას.

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს 2003 და 2004 წლებში ესტუმრა და მოინახულა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, წინასწარი დაკავების საკნები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ვიზიტების შემდეგ კომიტეტმა მოამზადა დეტალური ანგარიში საქართველოში წამების პრაქტიკის შესახებ და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის. ანგარიში კონფიდენციალურ დოკუმენტად ითვლება მანამ, სანამ სახელწიფო კომიტეტს არ მისცემს უფლებას ანგარიში გახადოს საჯარო.

როგორც ცნობილი გახდა, ანგარიში უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელოდება მზის სინათლეს. გაუგებარია, რატომაა ხელისუფლება დაინტერესებული საზოგადოებისათვის აღნიშნული დოკუმენტის დამალვით. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი განყოფილება განზრახ აყოვნებს დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნებას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ხელისუფლებაში არსებულ ტენდენციაზე, ყველანაირი ხერხით დამალონ საზოგადოებისგან საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უაღრესად კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მოითხოვს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნებას ხელისუფლების მიერ.

 

ახალი ამბები