კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ჟურნალისტების უფლებები ირღვევა

27 აპრილი, 2005

კახეთში ჟურნალისტების უფლებები ირღვევა

თბილისი.26.04.05.მედიანიუსი. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ეხმაურება და ადგილობრივ ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლებისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას ურჩევს.

19 აპრილს თელავში გასაყიდი ქსელიდან ამოიღეს ადგილობრივი გაზეთ "სპექტრის," ხოლო 21 აპრილს გაზეთ "24 საათის" მთელი ტირაჟი. "სპექტრის" თანამშრომლებს თვითონ მოუწიათ გაზეთების ჩამორიგება ხელმომწერი ორგანიზაციებისა და პირებისათვის. 

ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გაზეთები თელავის გამგეობის განკარგულებით დაბლოკეს. როგორც ჩანს, გამგეობაში გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები არ მოეწონათ, სადაც საბიუჯეტო სახსრებიდან თელავის რაიონისთვის გამოყოფილი სოცპაკეტის 132 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე იყო საუბარი.

გასული წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველი ფენების ნაცვლად, თანხა გამგეობის თანამშრომლებზე ნაწილდებოდა. დარღვევის შესახებ კონტროლის პალატის დასკვნა უკვე ორი თვეა გენერალურ პროკურატურაშია გადაგზავნილი, თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ თელავში გენერალური პროკურატურიდან ჯერ არავინ ჩასულა.

სახალხო დამცველი მედიაზე კონტროლს დაუშვებელად მიიჩნევს და მიაჩნია, რომ მსგავს ფაქტებს დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

გასულ კვირას ჟურნალისტისადმი უდიერ მოპყრობას ლაგოდეხის რაიონშიც ჰქონდა ადგილი. გაზეთ "იმედის" კორესპონდენტი მარინა გოგოლაძე ნაციონალური მოძრაობის წევრსა და ადგილობრივ აქტივისტს მიხეილ კაკალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, კაკალაშვილი მის დახრჩობას ცდილობდა, შემდეგ დიქტოფონის კასეტა წაართვა და ჩაწერილი მასალა დაუზიანა. კაკალაშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მომხდარ ფაქტზე აძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

სოზარ სუბარის დავალებით, საქმის მიმდინარეობის ობიექტურობას სახალხო დამცველის რწმუნებული კახეთის რეგიონში ნოდარ სეფიაშვილი პირადად გააკონტროლებს.

 

ახალი ამბები