კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებს მრგვალი მაგიდა მიეძღვნება

3 მაისი, 2005

სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებს მრგვალი მაგიდა მიეძღვნება

თბილისი.28.04.05.მედიანიუსი. 30 აპრილს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ეუთოს (OSCE) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “წინასწარი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა”.

ამ თემის აქტუალობა განაპირობა სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში შეტანილმა უახლესმა ცვლილებებმა. კერძოდ, გაუქმდა წინასწარი გამოძიების საწყისი ეტაპი - მოკვლევა; ერთმანეთისაგან გაიმიჯნა წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; შეიცვალა საპროცესო ვადები.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდა უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობა ისეთი უწყებებით, როგორიცაა თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები.

ცვლილებები განიცადა აგრეთვე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმაც.


ამ საკანონმდებლო სიახლეთა განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საერთო სასამართლოების, გენერალური პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ახალი ამბები