კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენგურჰესთან საპროტესტო აქცია გაიმართა

10 მაისი, 2005

ენგურჰესთან საპროტესტო აქცია გაიმართა

წალენჯიხა.08.05.05.მედიანიუსი. წალენჯიხის რაონის დაბა ჯვარის მოსახლეობა ელეტროენერგიის უქონლობის გამო ჰესთან საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი აცხადებენ‚ რომ ხელისუფლება გადაუხდელობის გამო დენს თიშავს, მაგრამ იმაზე არ ფიქრობს‚ რომ მოსახლეობა დასაქმებული არ არის.
“მოგვეცით სამუშაო და გადავიხდით ფულს”, - აცხადებენ წალენჯიხელები.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით‚ მაშინ‚ როდესაც ჰესი სოფლიდან ორ ნაბიჯზეა, ელექტროენერგია კი სოფელში 24 საათის განმავლობაში არ არის.
“ჩვენი სოფელი ენგრუჰესის მშენებლობის გამო დაზარალდა კიდეც‚ რადგან ჰესმა 130  ჰექტარი წაართვა”, - აცხადებენ ჯვარელები.

მათ ასევე შეადგინეს საჩივარი‚ რათა წალენჯიხის ენერგოკომპანიის ფილიალის მესვეურთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. საქმე ისაა‚ რომ კომპანიამ 5 მაისს  ჩაჭრა მოსახლეოებისათვის ელექტროენერგიის სადენები, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ახალი ამბები