კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ბავშვთა სახლებსა და სკოლა-ინტერნატებში 5000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს

13 მაისი, 2005

საქართველოში ბავშვთა სახლებსა და სკოლა-ინტერნატებში 5000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს

თბილისი.12.05.05.მედიანიუსი. დღეს სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები  სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების დირექტორებს შეხვდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, ორგანიზაცია „Every Child“-ის რეგიონალურმა დირექტორმა ანდრო დადიანმა და განათლების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გოლუბიანმა.

ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, შეხვედრის მიზანია ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემის რეფორმაში ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების დირექტორების ჩართვა‚ რათა ხელი შეეწყოს ბავშვებზე ზრუნვის ისეთი ფორმების დანერგვას‚ რომლებიც ოჯახურ გარემოში აღზრდას ეფუძნება.

„როგორი შეჭირვებულიც არ უნდა იყოს ოჯახი, ბავშვი ოჯახურ გარემოში უნდა გაიზარდოს, ჩვენ ამ პოსტულატიდან უნდა ამოვიდეთ,“- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში ბავშვთა სახლებსა და სკოლა-ინტერნატებში 5000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, აქედან დედ-მამით ობოლი მხოლოდ 3.5 პროცენტია.
ასეთ დაწესებულებებში ბავშვების მოთავსების ძირითადი მიზეზი ოჯახის მძიმე სოციალური პირობებია.

შეხვედრის დასასრულს წარმოდგენილი იყო ახალი სატელევიზიო კლიპი დეინსტიტუციონალიზაციის შესახებ.

ახალი ამბები