კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს საპატიმროებში მონიტორინგის მექანიზმების შექმნაზე იმსჯელებენ

18 მაისი, 2005

საქართველოს საპატიმროებში მონიტორინგის მექანიზმების შექმნაზე  იმსჯელებენ

თბილისი.16.5.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა"  18 მაისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კონფერენციას მოაწყობს თემაზე: "გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიკაცია და მონიტორინგის ეროვნული მექანიზმების შექმნა საქართველოში."

აღნიშნული ოქმი ყველა სახის თავისუფლების აღკვეთის ადგილზე საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს‚ რათა აღიკვეთოს ადამიანის წამებისა და უფლებების დარღვევის ფაქტები.

კონფერენციას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები‚ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

კონფერენციაზე მიწვეულია გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ექსპერტი მეთიუ ფრინგლი‚ რომელიც სპეციალური მოხსნებით წარსდგება. იგი გაეროს წამების საწინააღმდეგო კონფერენციას დამატებითი ოქმის რატიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

"ციხის საერთაშორისო რეფორმა" საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა‚ რომელიც კავკასიაში სასჯელაღსრულებით სისტემაში პატიმართა და მოხელეთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით 2000 წლიდან მუშაობს.

 

ახალი ამბები