კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ხაინდრავა გალში ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნას ითხოვს

25 მაისი, 2005

გიორგი ხაინდრავა გალში ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნას ითხოვს

თბილისი.24.05.05.მედიანიუსი. "ბოლო დროს გალის რაიონში ქართველი მშვიდობიანი მოსახლეების გამოსყიდვის მიზნით გატაცების ფაქტები გახშირდა. ასეთი შემთხვევები უკიდურესად ძაბავს ისედაც რთულ ვითარებას რეგიონში და ხელს უშლის ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას‚ სამშვიდობო პროცესის შენარჩუნება და განვითარება კი არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური მოსახლეობის ინტერესებში შედის", _ აცხადებს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით‚ გიორგი ხაინდრავამ ოფიციალური წერილით მიმართა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყანათა ჯგუფს‚ ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს.

მიმართვაში ხაზგასმულია‚ რომ სამშვიდობო პროცესს უნდა დაემატოს საერთაშორისო ქმედითი პოლიტიკური კომპონენტი და გალში გაიხსნას ადამიანის უფლებებათა დაცვის ოფისი‚ რომელიც ხელს შეუწყობს გალის რაიონში და საერთოდ‚ კონფლიქტის ზონაში ვითარების მნიშვნელოვნად გამოსწორებას.

სახელმწიფო მინისტრი გამოთქვამს იმედს‚ რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მეტად მიაქცევენ აღნიშნულ ფაქტებს ყურადღებას და ხელს შეუწყობენ გალის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას.

ახალი ამბები