კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯარისკაცებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართეს

2 ივნისი, 2005

ჯარისკაცებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართეს

თბილისი.02.06.05.მედიანიუსი. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სასაზღვრო ნაწილიდან, სისტემატური ფიზიკური და სიტყვიერი  შეურაცხყოფის გამო, ოთხი აჭარელი ჯარისკაცი გაიქცა.
 
მათ სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი რეზო ჭარბაძე ბათუმში შეხვდა და ახსნა-განმარტებები ჩამოართვა. როგორც  ირკვევა, აჭარიდან ჩასულმა ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილში ჩაგვრისა და ცემის შესახებ ნაწილის უფროსს, პოლკოვნიკ ბესო ზურაბიშვილს მოახსენეს, რომელსაც არავითარი ზომები არ მიუღია.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, ჯარისკაცებმა სამხედრო სამსახურის გავლა სხვა ნაწილში მოითხოვეს, რის გამოც ისინი ჯერ ნაწილის ოფიცრებმა ცემეს და შემდეგ ჯარისკაცებსაც მოუწოდეს, ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ.

დაზარალებულებს მრავლობითი გარეგანი დაზიანებების გარდა, ტვინის შერყევაც აღენიშნებოდათ, რაც მათი სამედიცინო ცნობებიდანაც დასტურდება.

ჯარისკაცების ცემის ფაქტი თავის ახსნა-განმარტებაში ბათუმის სამხედრო გარნიზონის კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნინიძემაც დაადასტურა. ნინიძე მომხდარის შესახებ პირადად ესაუბრა ლაგოდეხის სამხედრო ნაწილის უფროსს. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცვლის აპარატის მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსის გიორგი ონიანის მიერ ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისთვის უცნობი იყო მსგავსი ჩაგვრისა და დამცირების ფაქტები.

მოპოვებული მასალები, ახსნა-განმარტებები და სამედიცინო ცნობები სახალხო დამცველის აპარატმა გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სამხედრო ნაწილის უფროსის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები