კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით მირცხულავა თავის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

2 ივნისი, 2005

დავით მირცხულავა თავის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

თბილისი.01.06.05.მედიანიუსი.ენერგეტიკის ყოფილი მინისტრს დავით მირცხულავას, რომელსაც თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა, იმედი აქვს, რომ თავის უდანაშაულობას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროსასამართლოში მაინც დაამტკიცებს და ამ შემთხვევაში განსასჯელის სკამზე ის ბრალმდებელი პროკურორები აღმოჩნდებიან, ვინც მას უსამართლოდ სდებს ბრალს.

,,ალბათ საქართველოში თუ არა, სადმე მაინც ვიპოვი სიმართლეს და დამტკიცდება, რომ მე აბსოლუტურად მართალი ვარ’’,- განაცხადა ყოფილმა მინისტრმა თბილისის საოლქო სასამართლოში, სადაც მისი საკასაციო სარჩელის განხილვა დაიწყო.

როგორც მირცხულავას ადვოკატები აცხადებენ, ყოფილ მინისტრს ბრალი სამი მუხლით ედება, რომლებიც იურისპრუდენციაში ანგარებითი დანაშაულის სახელით კვალიფიცირდება, თუმცა პროკურატურის მიერ შედგენილ საბრალდებო დასკვნაში ანგარებაზე  საუბარი საერთოდ არ არის.

მირცხულავას შემდეგი მუხლები აქვს წაყენებული: თანამდებობის ბოროტად გამოყენება, დოკუმენტების გადამალვა და თაღლითობა. ,,ეს არის ანგარებითი  თაღლითობაც და უფლებების ბოროტად გამოყენებაც. სასამართლო, რომელიც ამგვარად აყალიბებს განაჩენში დანაშაულს და ვერ უთითებს, რა ანგარება ამოძრავებდა მირცხულავას, ან უბრალოდ არ იცის კანონი, ან იმდენად ბრმად ასრულებს დაკვეთას, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რას ჩაწერს განაჩენში. მთავარია, 10 წელი გამოიყვანოს მან’’, _ განაცხადა ადვოკატმა  ეკა ბესელიამ 

ახალი ამბები