კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალში სამი ქართველი გაიტაცეს

7 ივნისი, 2005

ცხინვალში სამი ქართველი გაიტაცეს

თბილისი.07.06.05.მედიანიუსი. დაუდგენელმა პირებმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სოფელ ქურთას მკვიდრი სამი ქართველი - დავით, მამუკა და ჰამლეტ ხაჭაპურიძეები გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცხინვალში სატვირთო ავტომანქანის შესაძენად იმყოფებოდნენ, სადაც მოგვიანებით გაიტაცეს.

გატაცების ფაქტს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიც ადასტურებს.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის ინფორმაციით, ამ დროისთვის გატაცებულთა ადგილსამყოფელი და გატაცების მოტივი უცნობია. მათ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები და კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალები ეძებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ქართველები მძევლად ოსმა შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს.

 

ახალი ამბები