კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო პატიმრობაში მყოფი ბებიაქალი ციხიდან გამოუშვეს

13 ივნისი, 2005

უკანონო პატიმრობაში მყოფი ბებიაქალი ციხიდან გამოუშვეს

10 ივნისს ციხის ადმინისტრაცია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატებმა ციხის ხელმძღვანელობას მოსთხოვეს დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ უკანონო პატიმრობაში მყოფი 64 წლის  ნანული ქენქაძე, რომელსაც პატიმრობის ვადა ამოეწურა 9 ივნისს.  სამწუხაროდ, არც გამომძიებელსა და არც ციხის ადმინისტრაციას არ გახსენებია მიემართა სასამართლოსთვის, რომ ბრალდებულისათვის პატიმრობის ვადა გაეგრძელებინათ.  მით უმეტეს, კანონით ციხის ადმინისტრაციას ევალებოდა პატიმრობის ამოწურვამდე 7 დღით ადრე ეცნობებინა საქმის მწარმოებელი ორგანოსათვის პატიმრობის ვადის შესახებ. წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის მომენტიდანვე კი იგი გამოეშვათ ციხიდან. ნანული ქენქაზე 2005 წლის 9 ივნისიდან უკანონო პატიმრად ითვლებოდა.  სწორედ ამ უკანონო პატმრობის აღკვეთა მოითხოვეს ნანული ქენქაძის ადვოკატებმა ზურაბ ჯორჯიაშვილმა და ქეთევან ქამაშიძემ, რამაც დიდი გაუგებრობა გამოიწვია როგორც ციხის ადმინისტრაციის, ასევე პროკურატურის თანამშრომლებს შორის, რომელთა მხრიდანაც  მცდელობა ჰქონდა მომხდარიყო რაიმე სახის მანიპულაცია და არ ეღიარებინათ საკუთარი დაუდევრობა. თუმცა ადვოკატთა პროტესტმა შედეგი გამოიღო და ნანული ქენქაძე პატიმრობოდან გათავისუფლდა. ეს ფაქტი მოულოდნელი იყო თავად ბრალდებულისათვისაც. რომელსაც შეუერთდა სახალხო დამცველის წარმომადგებლებიც.

ნანული ქენქაძეს წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მე-2 პრიმა მუხლის I ნაწილი  - ტრეფიკინგი, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 15 წლამდე. ბრალდებული არის 64 წლის, მძიმე ავადმყოფი. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება და ამ მუხლის შეფარდება თავიდანვე უკანონო იყო რადგან,  საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით (არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილადაყვანის მიზნით), სადაც სასჯელის ზომად საერთოდ არ არის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.

ლადო მკერვალიშვილი

ახალი ამბები