კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯარისკაცი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა

14 ივნისი, 2005

ჯარისკაცი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა

თბილისი.12.06.12.მედიანიუსი. გუშინ გორის წმინდაწყაროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი ნუგზარ გელაშვილი გარდაიცვალა. ამის მიზეზი, როგორც "მედიანიუსს" სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადა, ფილტვების ანთება გახდა.

წარმოშობით ხარაგაულელი, 18 წლის ნუგზარ გელაშვილი ჯარში 19 აპრილს გაიწვიეს. მისი ნათესავის განცხადებით, გარდაცვლილი რამდენჯერმე გაცივდა და ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა.

ნუგზარ გელაშვილი 5 ივნისიდან გორის სამხედრო ნაწილში მკურნალობდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 9 ივნისს გორის საავადმყოფოში გადაიყვენეს, შემდეგ კი თბილისის ჰოსპიტალში მოათავსეს.

ერთი კვირის წინ თვითმკვლელობა მოხდა ვარციხის საავიაციო ნაწილში; 18 წლის დავით ქეცბაიამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.

ერთი თვის წინათ თვითმკვლელობით კიდევ ერთმა ჯარისკაცმა, სირბილაძემ დაასრულა სიცოცხლე.

ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, ეს არის ჯარისკაცთა სიკვდილიანობის ძალიან უცნაური სერია, რაც არცერთ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.

გორის წმინდაწყაროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცის ნუგზარ გელაშვილის გარდაცვალების ფაქტს სამართალდამცავები გამოიძიებენ. 

როგორც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებული მასალები გენერალურ ინსპექციას გადაეცა, საქმეში ჩართულია გენერალური პროკურატურაც. ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ახალი ამბები