კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის რეგიონში ქართველი ძალოვნები გატაცებულების ძებნას იწყებენ

14 ივნისი, 2005

ცხინვალის რეგიონში ქართველი ძალოვნები გატაცებულების ძებნას იწყებენ

თბილისი.13.06.05.მედიანიუსი.  საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები შერეულ სამშვიდობო ძალებთან ერთად ქართული და ოსური მხარეების კონტროლირებადი ტერიტორიების სასაზღვრო პერიმეტრებზე სამძებრო ღონისძიებების დაწყებას აპირებენ.

რამდენიმე დღის წინათ ოსების მიერ გატაცებული ოთხი ქართველის ძებნა ხაშური-საჩხერის ტყეებში იმ მონაკვეთებზე განხორციელდება, რომლებიც სეპარატისტული ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება.

დღეს იწურება ის ვადა, რომელიც 12 ივნისს ცხინვალში საათნახევრიანი მოლაპარაკების დროს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ ედუარდ კოკოითს მისცა. ცხინვალის ხელისუფლებას უნდა მიეღო კონკრეტული ზომები ქართველი მძევლების ადგილსამყოფელის დასადგენად.

ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ მოსახლეობა ხაშურში დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებს.

ერთ-ერთი გატაცებულის ძმამ ლევან ხაჭაპურიძემ "მედიანიუსს" განუცხადა, რომ ოსურმა მხარემ თამარაშენში ანძა ააფეთქა, რის გამოც მობილური ტელეფონებით კავშირი შეფერხდა. ამასთან, ლევან ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ლიახვის ხეობის ქართული მოსახლეობა უკიდურესად აღელვებულია და ვითარება მეტად დაძაბულია.

"ხალხს ძლივს ვაკავებ, ყველას ხელში იარაღის აღება სურს", _ აცხადებს ლევან ხაჭაპურიძე.

ახალი ამბები