კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონში კონსერვატიული პარტიის ოფისი დაარბიეს

15 ივნისი, 2005

ზესტაფონში კონსერვატიული პარტიის ოფისი დაარბიეს

თბილისი.13.06.05.მედიანიუსი. 13 ივნისს ზესტაფონში კონსერვატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. დარბევაში 30-მდე პირი მონაწილეობდა. ნაცემია პარტიის ორი აქტივისტი - გიორგი ბერაძე და ბადრი გუგუსიანი.

როგორც პარტიის ხელმძღვანელობა აცხადებს, დაზარალებულებმა თავდამსხმელებში ზესტაფონის გამგეობის თანამშრომელი ზაზა დავლაძე ამოიცნეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კონსერვატიული პარტიის წევრის ბიძინა გუჯაბიძისა და ამავე პარტიის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ბერაძის მიერ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენცია ითქვა, რომ დარბევის მიზეზი კონსერვატორების მიერ ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციაში მხილება გახდა.

8 ივნისს ქრთამის აღების ფაქტზე ზესტაფონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მირიან ბერუაშვილი დააკავეს. იგი ქრთამის გამოძალვაში კონსერვატიული პარტიის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა ბერაძემ ამხილა.

საქმე ის არის, რომ 2003 წელს ინდ მეწარმე კახა ბერაძესა და ზესტაფონის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბერაძის ფირმას კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. ხელშეკრულება სამუშაოების დაწყებისას გაუგებარი მიზეზით გაუქმდა, რის გამოც ბერაძემ სასამართლოს მიმართა და გაიმარჯვა კიდეც. გამგეობას კი დაკისრებული თანხა არ გადაუხდია, ამის შემდეგ ზესტაფონის გამგეობამ ბერაძეს  40 000-ლარიანი პროექტი შესთავაზა, მისი 10 პროცენტი ქრთამის სახით ბერაძეს ბერუაშვილისთვის უნდა მიეტანა.

როგორც ბერუაშვილმა ბერაძეს განუმარტა, ეს თანხა (1500 ლარი) მას ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე გია კობახიძისთვის უნდა გაენაწილებინა.

როგორც ბერაძე აღნიშნავს, პარტიის ოფისის დარბევა მიზნად მის ლიკვიდაციას ისახავდა. თუმცა, ის დარბევისას ოფისში არ იმყოფებოდა. მისივე თქმით, ზესტაფონის რაიონში ბერუაშვილი კორუფციაში გარეული ყველაზე მცირე რგოლია.

როგორც ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, ეს არ არის კონსერვატორთა დარბევის პირველი ფაქტი და იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების შევიწროება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხუთშაბათს სამთავრობო საათზე კონსერვატორები პასუხს შს მინისტრს  ვანო მერაბიშვილსა და გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს მოსთხოვენ.

ახალი ამბები