ზუგდიდის ციხეში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა
ზუგდიდი.13.06.05.მედიანიუსი. სასჯელაღსრულების ზუგდიდის #4 საპყრობილეში მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ელგუჯა ცაავამ თვითმკვლელობის მიზნით სამართებლით კისრის არეში ჭრილობა მიიყენა. ინციდენტი დაკითხვის დროს მოხდა.
პატიმარი ამჟამად ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მედპერსონალის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ელგუჯა ცაავა სამართალდამცველებმა კონფლიქტის ზონის სოფ. ბარღემში, სპეცოპერაციის დროს დააკავეს.