კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRIDC გმობს ხელისუფლების “მხედრიონიზაციას”

21 ივნისი, 2005

HRIDC გმობს ხელისუფლების “მხედრიონიზაციას”

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში უკანასკნელ ხანებში ანტი დემოკრატიული ტენდენციების გაძლიერების და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით.

ცენტრის აღშფოთება გამოიწვია 2005 წლის 16 ივნისს ქ. თბილისში, კაფე “ნიკალაში” განხორციელებულმა ოპერაციამ, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ შესაძლო ფინანსური დარღვევების გამოვლენის მიზნით მოაწყო.

აუსსც აღნიშნულ ფაქტს მიიჩნევს საზოგადოების დაშინების და ტერორიზების კიდევ ერთ მცდელობად. სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ავადსახსენებელი “მხედრიონის” საქმიანობის მეთოდებს და უმაღლესი ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტენდენციაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურების “მხედრიონიზაცია” უკვე შორსწასული პროცესია და საქართველოს ყოველდღიურად უახლოვდება ლათინური ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოების რეჟიმებს. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი პოზიცია, როდესაც პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ წინასწარ მხოლოდ მათთვის ცნობილ ფაქტს,  თანაც ეს აქცია მაინცდამაინც დაემთხვა 9 საათიანი საინფორმაციო გადაცემის დაწყების დროს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ხელისუფლება ტერორის ატმოსფეროს, მოქალაქეთა და ბიზნესმენთა დაშინებას მსგავსი ქმედებებით ახორციელებს.

აუსსც მოითხოვს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ახალი ამბები